Sunday, December 11, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

             პროექტის ბოლო ,მეცხრე დღე დაეთმო ჩვენს მიერ შექმნილი პროექტების პრეზენტაციას.განვიხილეთ ყველას პროექტი.გავაკეთე პრეზენტაცია ,გავითვალისწინე ტრენერის რჩევები და შენიშვნა.შევასწორე აღნიშნული შეცდომები და პროექტი ავტვირთე ბლოგზე.
                მინდა ავღნიშნო , ინტელის ტრენინგმა ძალიან ბევრი ინფორმაცია მომცა ფართო გაგებით.განსაკუთრებით დააკმაყოფილა ჩემი ცნობისმოყვარეობა პროექტის შექმნის თაობაზე.ამ ყველაფრისათვის უღრმესი მადლობა ჩემს უსაყვარლეს ტრენერს, მარეხი ჯელაძეს.რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული  გულისხმიერებით,უზომოდ კომპეტენტური და განათლებული პიროვნებაა ,შეუძლია ურთულესი მასალის უმარტივესად ჩვენამდე მოტანა.დიდი მადლობა მას!
                       მადლობა მარეხი!
                         მიყვარხააარ!

Saturday, December 10, 2016

ტრენინგის მერვე დღე

               ვიმუშავეთ მეექვსე და მეშვიდე მოდულზე.განვიხილეთ მასწავლებელი როგორც ფასილიტატორი და როგორც ხარაჩოს მიმწოდებელი.ავაგეთ პრეზენტაციის შაბლონი , რომელსაც მივაწოდებთ მოსწავლეს ხარაჩოს სახით.გავაკეთეთ მოსწავლეთა დიფერენცირებული დვალებები.განვიხილეთ შემაჯამებელი სახით ჩვენი სახელობის საქაღალდე და დავამუშავეთ გეგმის საკითხები.საკმაოდ გამიადვილდა დღევანდელი ტრენინგის აქტივობებში ჩაბმა და განხორციელება.მხოლოდ გეგმასთან დაკავშირებული ნიუანსები წარმოადგენს ჩემთვის პატარა პრობლემებს.ვემზადები ხვალინდელი დღისთვის და ვეცდები სრულყოფილი სახით წარვადგინო ხვალინდელი პროექტის პრეზენტაცია.

Sunday, December 4, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

            ტრენინგის მეოთხე დღე
         ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით ერთმანეთის საშინაო დავალებას:ზოგადი,თემატური და შინაარსობლივი შეკითხვებს.გავარჩიეთ და გაუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი აზრი.
        ასევე გავეცანით შეფასების სტრატეგიებს და ასევე მოსწავლეთა  წინარე ცოდნის დასადგენად გამოსაყენებელ მეთოდებს და სტრატეგიებს.განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონი.
        საშინაო დავალებად გვაქვს შევქმნათ წინარე ცოდნის დასადგენი ინსტრუმენტები.
        ჩემი ძლიერი მხარე აღნიშნულ ტრენინგზე არის ის ,რომ გეგმის შაბლონში მუშაობა აბსოლიტურად გასაგებია .
        სუსტ მხარეს რაც შეეხება ეს არის ჩემთვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მოფიქრება და მოცემული ინფორმაციები თითქოს ყველაფერი ამერია ერთმანეთში.

Saturday, December 3, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

          ტრენინგის მეექვსე დღეს გავიარეთ მეოთხე მოდული.გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი.გავაკეთეთ პროცედურების მონახაზი და დავიწყეთ მოსწავლის პრეზენტაციის აგება .ასევე განვიხილეთ და დავათვალიერეთ სხვა პროექტების ნიმუშები.
             საშინაო დავალებად გვაქვს მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის პრეზენტაციის დასრულება.
             ჩემთვის დღევანდელი ტრენინგის მსვლელობის სუსტ მხარეს წარმოადგენს თემის მორგება მოცემულ დავალებებძე და შაბლონებზე.
           დამეხმარა წყვილში მუშაობა ჩემი პროცედურების სწორად დაგეგმვაში.